კაცხი

კაცხი, სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში (იმერეთის რეგიონი), მდ. კაცხურის (ყვირილის ­მარჯვ. შენაკადი) ნაპირას, ჭიათურა–ზესტაფონის საავტ. გზაზე. თემის ცენტრი (სოფლები: კ., დიდი კაცხი, ეწერი, მორძგვეთი, ნავარძეთი, სალიეთი, ჯოყოეთი). ზ. დ. 610 მ, ჭიათურიდან 11 კმ, სალიეთიდან (უახლოესი რკი­ნიგზის სადგ.) 3 კმ. 403 მცხ. (2014).

კ-ის ტერიტორიაზე არის ზედაცარცულ კირქვებში გამომუშავებული კარსტული მღვიმეები (კაცხის I მღვიმე, კაცხის II მღვიმე და ხორბოულისკლდის მღვიმე).

კ. წყაროებში პირველად მოხსენიებულია XI ს-ში. იგი ბაღვაშთა საგვარეულო მამულს წარმოადგენდა. გვიანდ. ფეოდ. ხანის წყაროებში გვხვდე­ბა „კაცხის ციხე". იგი თავდაპირველად სამეფო ხელისუფლებას ექვემდებარებოდა, XVII ს. 60-იანი წლებიდან კი აბაშიძეთა ფეოდ. საგვარეულო განაგებდა. XVIII ს. 50-იანი წლებიდან კვლავ სამეფო ხელისუფლების კუთვნილებაა. ციხის ნანგრევები შემორჩენილია მდ. კაცხუ­რის მარჯვ. ნაპირზე. 1970 კ-ში ჭის გათხრის დროს აღმოჩნდა სხვა­დასხვა ნივთები და მონეტები, მ. შ. ორი კოლხური თეთრი. სოფლის ცენტრში დგას X–XI სს. მიჯნის ხუროთმოძღვრების ძეგლი – კაცხის ტაძარი.

სოფლის ჩრდ-ით, ორიოდე კმ დაშორებით, მდ. კაცხურის ხეობაში მდებარეობს შთენილი კლდე –კაცხის სვეტი.

ლიტ.: ტ ა ტ ა შ ი ძ ე  ზ., წ ი ქ ა რ ი ­შ ვ ი ­ლ ი  კ., ჯ ი შ კ ა რ ი ა ნ ი  ჯ., სა­ქართვე­ლოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 2009.

თ. ბერაძე

შ. საღარაძე