კაციტაძე კონსტანტინე თადეოზის ძე [7(19). X. 1899, სოფ. მუხლი, ახლანდ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, – 24. X. 1982, თბილისი], ეპიდემიოლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1961), პროფესორი (1963), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1964). 1929 დაამთავრა თსუ-ის სამკურნ. ფაკ-ტი. 1934–37 იყო თბილ. სანიტარიისა და ჰიგიენის ინ-ტის ეპიდემიოლოგიური განყ-ბის გამგე. 1939–76 განაგებდა თსსი-ის ეპიდემიოლოგიის კათედრას. 1976-იდან იყო ამავე კათედრის პროფესორი, 1954–56 და 1964–73 – საქართვ. ჯანდაცვის სამინისტროს მთ. ეპიდემიოლოგი. კ. იკვლევდა დიფთერიის, ტიფის, დიზენტერიის, წითელას, ვირუსული ჰეპატიტისა და სხვა ინფექციური დაავადებების ეპიდემიოლოგიისა და პროფილაქტიკის საკითხებს. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: პარაზიტული ტიფების ეპიდემიოლოგია, თბ., 1947; დიფთერია, თბ., 1960.