კაციტაძე ზურაბ ირაკლის ძე (დ. 28. VIII. 1927, თბილისი), ანატომი. მედ. მეცნ. დოქტორი (1971), პროფესორი (1974). საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1990). 1949 დაამთავრა თსსი. 1949–51 მუშაობდა ქ. რუსთავში პოლიკლინიკის მთავარ ექიმად; 1954–56 – მოსკოვში, 1956–61 კი თბილისში იყო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი. 1961-იდან თსსი-ის ადამიანის ანატომიის კათედრაზეა, სადაც 1971 აირჩიეს კათედრის პროფესორად, 1974–90 – კათედრის გამგედ. კ. იკვლევდა საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ბიომექანიზმებს, ანთროპოლოგიის, ასაკობრივი ანატომიისა და ექსპერ. მედ. საკითხებს. კ. არის მრავალი სამეცნ. შრომის ავტორი, მ. შ. 6 მონოგრაფია და 5 სახელმძღვანელოა.
თხზ.: ადამიანის ანატომია, ნაწ. 1–4, თბ., 1988–91; Эволюция вертикальной ходьбы, Тб., 1968; Лимфатическое русло женских половых органов, Тб., 1990 (თანაავტ.: М. Абесадзе, А. Борисов).