კაციტაძე დავით (დევი) ვარლამის ძე

კაციტაძე დავით (დევი) ვარლამის ძე (8. XI. 1928, თბილისი, – 30. V. 2009, იქვე), ისტორიკოსი, აღმოსავლეთმცოდნე. ისტორიის მეცნ. დოქტორი (1969), პროფესორი (1974), თსუ-ის აღმ. ისტორიის კა­თე­დრის გამგე (1973). 1955 დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტი ირანის ისტორიის სპეციალობით. კ. იკვლევდა ირანისა და ირან-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბის სოც.-ეკონომიკური და პოლიტ. ისტორიის, ქარ­თული და სპარსული წყაროთმცოდნეობისა და ისტორიოგრაფიის საკითხებს. მრავალი ნაშრომის ავტორია. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998).

თხზ.: სპარსული საისტორიო ტექსტები, I. ქრესტომათია, შეადგინეს ჯ. გიუნაშვილმა და დ. კაციტაძემ, თბ., 1972; სა­ქარ­თვე­ლო XIV–XV საუკუნეთა მიჯნაზე (სპარსული და სპარსულენოვანი წყაროების მიხედვით), თბ., 1975; ვ. გაბა­შვი­ლი. ცხოვრება და სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობა, თბ., 1986; ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან და რუსეთთან სა­ქარ­თვე­ლოს სავაჭროეკონომიკური ურ­თი­ერ­თო­ბის ისტორიიდან (XVII–XVIII სს.), თბ., 1992; Грузино-иранские культурно-историчეские связи, Тб., 1978 (თანაავტ. Ал. Гвахария).