კაციტაძე გურამ კონსტანტინეს ძე

კაციტაძე გურამ კონსტანტინეს ძე (დ. 16. VII. 1934, თბილისი), მიკრობიოლოგი, ეპიდემიოლოგი; მედ. მეცნ. დოქტორი (1975), პროფესორი (1984), სა­ქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1987). 1958 დაამთავრა თსსი. 1959–65 მუ­შა­ობ­და ვაქცინებისა და შრატების სამეცნ.- კვლ. ინ-ტში; 1965–78 – სანიტარიისა და ჰიგიენის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში ლაბორატორიის გამგედ, დირექტორის მო­ად­გი­ლედ, 1978–89 – ტროპიკული მედ. და სამედ. პარაზიტოლოგიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში ლაბორატორიის გამგედ. 1983–84 იყო სა­ქართვ. ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სანეპიდსამმართველოს უფროსი, 1984–91 – ამავე სამინისტროს სამეცნ. საბჭოს მთ. სპეციალისტი; ეპიდემიოლოგიისა და ჰიგიენის სამეცნ. ცენტრის გენ. დირექტორი (1989–91); 1991–92 – განსაკუთრებით საშიში ინფექციების საწინააღმდეგო სამეცნ.-პრაქტ. ცენტრის დირექტორი. ამჟამად არის დაავადებათა კონტროლისა და საზ. ჯანმრთელობის ეროვნ. ცენტრის სამეცნ. ინფორმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და სამეცნ. საბჭოს მრჩეველი.

კ-ის მრავალი სამეცნ. შრომა ეხება მიკრობიოლოგიის, ეპიდემიოლოგიისა და ჰიგიენის აქტუალურ საკითხებს. არის გელათის მეცნ. აკადემიის წევრი (1995); მიღებული აქვს სა­ხელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (1999).