კარტოზია ცარო ივანეს ასული (8. XI. 1925, გუდაუთა, – 31. I. 2004, თბილისი), ბიოლოგი, ბიოქიმიკოსი. ბიოლოგიის მეცნ. დოქტორი (1970), პროფესორი (1975), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1988). დაამთავრა თსსი (1947). იყო პედიატრიის სამეცნ.-კვლევითი ინ-ტის ბიოქიმიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ამავე ინ-ტის დირექტორის მოადგილე სამეცნ. დარგში (1971–75), საქართვ. რესპ. ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სამეცნ.-სამედ. საბჭოს პრეზიდიუმის სწავლული მდივანი და თსსი-ის სამედ. ბიოლ. საბჭოს წევრი (1974–76).
კ-ს სამეცნ. კვლევის სფეროს წარმოადგენს დედის, ნაყოფისა და ბავშვის ნივთიერებათა ცვლის თავისებურებების, მ. შ. მეტაბოლური პროცესების ურთიერთდამოკიდებულების პრობლემების შესწავლა. არის მრავალი სამეცნ. ნაშრომის ავტორი. კ. იყო სამედ.-ბიოლ. (1997), სამედ.-სოციოლოგიური (1998), ნიუ-იორკის აკადემიის ნამდვ. წევრი (1998). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.