კარტოზია გურამ ალექსანდრეს ძე

კარტოზია გურამ ალექსანდრეს ძე (31. X. 1934, თბილისი, – 9. XII. 2010, იქვე), ენათმეცნიერი. პროფესორი (2004). დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1957). 1958–59 მუ­შა­ობ­და სა­ქართვ. მეცნ. აკადემიის ­ცენტრ. სამეცნ. ბ-კაში სწავლულ მდივნად, 1963 – სა­ქართვ. მეცნ. აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული „ვეფხისტყაოსნის" ტექსტის დამდგენი კომისიის მეცნიერ თანამშრომლად, 1966-იდან – ამავე კომისიის (1969-იდან – მთავარი რედაქციის) სწავლულ მდივნად. 1994-იდან ­მოღვაწეობდა თბი­ლ. ს.-ს. ორბელიანის სახ. სა­ხელმწ. პედ. ინ-ტში, ­სადაც 1999 სა­თა­ვე­ში ჩაუდგა ქართვე­ლურ ენათა სამეცნ.-კვლევით ლა­ბორატორიას. კ. წლების განმავლობაში იყო შოთა რუსთაველის სახ. ლიტ-რის ინ-ტისა და პედ. ინ-ტის სამეცნ. საბჭოების წევრი, ჟურნ. „ენათმეცნიერების საკითხების" სარედაქციო კოლეგიისა და „ქართველოლოგიური ბიბლიოთეკის" სარედაქციო საბჭოს წევრი. კ-მ გ. წერეთელთან და ს. ცაიშვილთან ერთად გამოსაცემად მოამზადა „ვეფხის­ტყაოსნის" ტექსტი (1966, რედ. გ. წერეთელი, ი. აბაშიძე). მისი მო­ნა­წი­ლე­ობით მომზადდა „ვეფხისტყაოსნის" აკად. გამოცემის ტექსტი, რ-ის ძირითადი ნაწილი (ჩანართი სტრო­ფების გარეშე) დაიბეჭდა 1988. „ვეფხისტყაოსნის" ­ტექსტის დადგენის ენობრივ ასპექტებს ეხება მისი ცალკეული წერილები და ნაშრომი «„ვეფ­ხისტყაოსნის" ტექსტის საკითხები» (1975). იგი იკვლევდა ­ქართველურ ­ენათა სტრუქ­ტურის საკითხებსა და საერთო ქარ­თვე­ლურ ლექსიკას, საბიბლიოთეკო დარგის ტერმინოლოგიას. კ-მ დაადგინა და გამოსაცემად მოამზადა თამარ მეფის ისტორიკოსის თხზულების – „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის" – ტექსტი, რისთვისაც დაჯილდოვდა ივ. ჯავახი­შვი­ლის სახ. პრემიით.

თხზ.: ტექსტოლოგიური გამოკვლევები, თბ., 2004; ლაზური ენა და მისი ადგილი ქარ­თვე­ლურ ენათა სისტემაში, თბ., 2005; მეგრული და ლაზური ტექსტები, თბ., 2008; მეგრულის ლინგვისტური ანალიზი, თბ., 2010; საბიბლიოთეკო ტერმინების ლექსიკონი, თბ., 1962, გამოც. მე-2, თბ., 1974 (თანაავტ. გ. გიორგიძე).