კარტოზია გივი ალექსანდრეს ძე

გ. კარტოზია

კარტოზია გივი ალექსანდრეს ძე (29. III. 1929, ბათუმი, – 3. IV. 1998, თბილისი), სპორტსმენი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა). XVI ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1956, მელბურნი) და მესამე პრიზიორი (1960, რომი). სსრკ სპორტის დამს. ოსტატი (1953). 1954 დაამთავრა სა­ქართვ. ფიზკულტურის ინ-ტი. მსოფლიო სამგზის ჩემპიონი (1953, ნეაპოლი; 1955, კარლსრუე; 1958, ბუდაპეშტი), მსოფლიო თასის მფლობელი (1956, სტამბოლი), სტუდენტთა IX (1951, ბერლინი) და X (1953, ბუქარესტი) მსოფლიო თამაშების გამარჯვებული, სსრკ ოთხგზის ჩემპიონი (1952,1953, 1954, 1955). გამოირჩეოდა მაღალი ტექნიკით, ფიზიკური ძალით, სწრაფი, შემტევი სტილით. იყო მსოფლიოს პირველი ჩემპიონი სა­ქართვ. სპორტსმენთა შორის. ნომინაციაში საქართველოს XX „საუკუნის 3 საუკეთესო სპორტსმენი კაცი" მიენიჭა ვერცხლის პრიზი (მეორე ადგილი).

მიღებული აქვს სა­ხელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების (1996), ვახტანგ გორგასლის მეორე (2003) და მესამე (1999) ხარისხის და ფილას ორდენები.