კარტოზია ბორის არნოლდის ძე

კარტოზია ბორის არნოლდის ძე (დ. 23.II.1940, მოსკოვი), სამთო ინჟინერი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1974), პროფესორი (1980), რუსეთის სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო მეცნ. აკად. ნამდვ. წევრი (1993). დაამთავრა მოსკ. სამთო ინ-ტი (1963). 1987–96 იყო მოსკ. სა­ხელმწ. სამთო უნ-ტის პრორექტორი. 1996-იდან ამავე უნ-ტში ხელმ­ძღვა­ნელობ­და მიწისქვეშა ნაგებობათა და შახტების მშენებლობის კათედ­რას. კ-ის სამეცნ. შრომები დაკავშირებულია მიწისქვეშა წიაღისეული სივრცის ათვისების პრობლემების გადაწყვეტასთან. მან დაადგინა ქანის მასივებზე სხვა­და­სხვა სამთო სამშ. ტექნოლოგიების გავლენის ზოგადი კანონზომიერებები; დაამუშავა რთულ სამთოგეოლ. პირობებში სამთო გვირაბების მშენებლობის მეთოდები; შეიმუშავა ხელოვნურად გაყინული ქანებით აგებული მზიდუნარიანი კონსტრუქციების გაანგარიშების მეთოდები და ქალაქის მიწისქვეშა ნაგებობათა ეკოლოგიურად უსაფრთხო დაპროექტების კონცეფცია. თანამედროვე სამშ. გეოტექნოლოგიების მეთოდოლ. საფუძვ­ლების დამუშავებისათვის 1989 მიენიჭა სსრკ სა­ხელმწ. პრემია. მიღებული აქვს ა. სკოჩინსკის სახ. პრემია (1996).

თხზ.: Механика горных пород, М., 1975; Механика подземных массивов, М., 1984; Стрოительство горных выработок в сложных горно-механических условиях, М., 1992; Строительная геотехнология, М., 1998.