კარტოზია არნოლდ თეიმურაზის ძე [28. III (10.IV). 1909, ზუგდიდი, – 11.VI.1979, მოსკოვი], სამთო ინჟინერი. სტალინური პრემიის ლაურეატი (1948). დაამთავრა მოსკოვის საინჟ.-სამშ. ინ-ტი (1934). იყო მოსკ. მეტროპოლიტენის ერთ-ერთი რადიუსის მშენებლობის უფროსი (1935–37). II მსოფლიო ომის (1939–45) დროს მთავრობის საგანგებო დავალებით სსრკ აღმ. რ-ნებში ორგანიზებას უწევდა ქვანახშირის საწარმოთა მუშაობას. 1943-იდან იყო სსრკ თავდაცვის სახელმწ. კომიტეტის რწმუნებული, ომის შემდგომ ხელმძღვანელობდა დონბასის შახტების აღდგენით სამუშაოებს. 1948 (სხვა სპეციალისტებთან ერთად) „დონბასის დატბორილი შახტების ამოტუმბვისთვის და მათი მოწყობილობის აღდგენისთვის" მიენიჭა სტალინური პრემია. 1953–60 იყო „საქნახშირის" კომბინატის უფროსი. 1960-იდან მუშაობდა საკავშ. საგეგმო კომიტეტში. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ.შ. ლენინის ორდენი.