კარტოზია ალექსანდრე სოლომონის ძე

კარტოზია ალექსანდრე სოლომონის ძე (18. I. 1899, სოფ. ნოქალაქევი, ახლანდ. სენაკის მუნიციპალიტეტი, – 9. III. 1958, თბილისი), პედაგოგი, მეთოდისტი. სა­ქართვ. დამს. მასწავლებელი (1941). 1930–34 სწავლობდა თბილ. სახელმწ. პედ. ინ-ტის სა­ბუ­ნე­ბის­მეტყვე­ლო ფაკ-ტის ბიოლ. განყ-ბაზე. ინ-ტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო თსუ-ის ფიზიოლ. ინ-ტში ი. ბერიტა­შვი­ლის ხელმძღვანელობით. 1935–37 შეთავსებით მუ­შა­ობ­და ა. პუშკინის სახ. სამასწავლებლო ინ-ტში ფიზიოლოგიის კა­თე­დრაზე. კ. ეწეოდა ნაყოფიერ პედ. მო­ღვაწეობას. 1922 იყო სოფ. გეჯე­თის (ახლანდ. სენაკის მუნი­ციპალიტეტი) შვიდწლიანი შრომი­თი სკო­ლის მასწავლებელი, 1927–30 – ბეთ­ლემის (ახლანდ. სენაკის მუნიციპალიტეტი) ოთხწლედის გამგე, 1937-იდან სიცოცხლის ბოლომდე მუ­შა­ობ­და თბილ. 33-ე საშ. სკოლაში (ამჟამად მე-18 საჯარო სკოლა) თავდაპირველად სასწ. ნაწილის გამგედ, ხოლო 1940-იდან – დირექტორად. კ. ავტორია სასწ.-მეთოდური ხასიათის შრომებისა, მ. შ. აღსანიშნავია მონოგრაფია „ნერვული სისტემის სწავლება მე-8 კლასში".