კარბელაშვილი მერი შალვას ასული (8. II. 1927, თბილისი, – 24. IV. 2006, იქვე), ხელოვნებათმცოდნე. ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი (1963). დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი (1949). 1956-იდან იყო საქართვ. მეცნ. აკად. ქართ. ხელოვნების ისტორიის ინ-ტის მეცნიერი თანამშრომელი, ხოლო 1988-იდან 2005-მდე ხელმძღვანელობდა ინ-ტის ახალი და თანამედროვე ქართ. ხელოვნების განყ-ბას. მის მიერ შესრულებულ ნაშრომთა თემატიკა მრავალფეროვანია და ძირითადად ქართ. გრაფ. ხელოვნების სფეროს მოიცავს; თუმცა, გარდა გრაფიკისა, მისი კვლევის ინტერესი სახვ. ხელოვნების სხვა დარგებსაც უკავშირდება. აქვს ნაშრომები ქართ. არქიტ. ძეგლების, ფერმწერი მხატვრებისა და მოქანდაკეების შესახებ.
მ. გაჩეჩილაძე