კარბელაშვილი ვასილ გრიგოლის ძე

ვ. კარბელაშვილი

კარბელაშვილი ვასილ გრიგოლის ძე [1(13). I. 1855, სოფ. ქვემოჭალა, ახლანდ. კასპის მუნიციპალიტეტი, – 8. IV. 1936, თბილისი], მუსიკოსი, მგალობელი და საზ. მოღვაწე (სას. პირი, ეპისკოპოსი). საქართვ. ეკლესიის წმინდანი – სტეფანე აღმსარებელი. მამამისი ცნობილი მგალობელი იყო, ვასილმა და მისმა ძმამ პოლიევქტოსმა ბავშვობიდანვე ოჯახში შეითვისეს ქართ. სას. გალობის ქართლ-კახური კილო, რ-ის განვითარებასაც შემდეგში დიდი ამაგი დასდეს. კ-მა დაამთავრა თბილ. სას. სემინარია.

1882 შევიდა მოსკოვის კონსერვატორიაში. 90-იან წლებში მოღვაწეობდა თბილისში. გალობას ასწავ­ლი­და სას. სემინარიაში. ამავე პერიოდში გამოაქვეყნა 2 კრებული – „ქართლ-კახური გალობა კარბელაანთ კილოთი" („მწუხრი", I ნაწ. 1897 და „ცისკარი", II ნაწ. 1898). ამ კრებულებს დღესაც არ დაუკარგავს მნიშვნელობა. კ. იყო ნამძღვარი. 2012-იდან ამ ტაძარში დეკანოზ ა. გალდავას თაოსნობით დაარსდა სტეფანე აღმსარებ­ლის სახ. კულტ.-საგანმან. ცენტ­რი, რ-ის მიზანი ტრადიციული გალობის, ხატწერის, კლასიკური მუსიკისა და ლიტ-რის სწავლება და პოპულარიზაციაა.

გ. ჩხიკვაძე

ნ. კალანდაძე