კარბელაშვილი გივი ლუარსაბის ძე (17. II. 1923, სოფ. გურჯაანი, ახლანდ. გურჯაანის მუნიციპალიტეტი, – 14. I. 1994, თბილისი), მწერალი. 1943 დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი, 1946 – სსრკ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს უმაღლესი დიპლ. სკოლა. იყო სსრკ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს ატაშე, საზღვარგარეთის ქვეყნებთან მეგობრობისა და კულტ. ურთიერთობის საქართვ. საზ-ბის პრეზიდიუმის თავ-რე, 1971–88 – გაზ. „სამშობლოს" მთ. რედაქტორი. კ-ს ეკუთვნის მოთხრობებისა და ნარკვევების კრებულები: „ერთი პეშვი მიწა" (1967), „რა შეედრება საქართველოს ოქტომბრის თვეში" (1977), რომანი „მგზნებარებით ჩაფერფლილი გულები" (1979); აგრეთვე ა. ტოლსტოის, ლ. ლეონოვის, გ. სევუნცის, ე. მ. რემარკის, ჟ. სადულის, ვ. ჰიუგოსა და სხვ. თხზულებების თარგმანები. არის საქართვ. ჟურნალისტთა პრემიის ლაურეატი (1973).