კაპანაძე ირინე ბიძინას ასული (დ. 14. I. 1960, თბილისი), ენათმეცნიერი-რუსისტი. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1999), პროფესორი (2000). დაამთავრა თსუ-ის რუს. ფილოლ. ფაკ-ტი (1984). 1991-იდან მუშაობს იქვე. 2005–09 იყო სლავური ენების კათედრის რუს. ენის მიმართულების ასოცირებული პროფესორი, ხოლო 2009-იდან თსუ-ის მიწვეული პროფესორია რუსულის, კავკასიოლოგიისა და თარგმანის მიმართულებაზე. ამავე წლიდან არის საქართვ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართ. უნ-ტის მიწვეული პროფესორი. ავტორია მონოგრაფიებისა: „Особенности передачи древнეгреческих сაкральных лексем в славяно-русских библейских книгах" (2012). „Фонетическая адаптация лексических заимствований в современном русском языке" (2012); სახელმძღვანელოებისა: Русский язык (для студентов-филологов) (თანაავტ.: ნ. ჭოხონელიძე, თ. აღლაძე, 2012), „Практический курс русского языка" (Базовый уровень) (თანაავტ. თ. ჭეიშვილი, 2015); 1999 კ-ის თანაავტორობით (გ. გოლეთიანსა და თ. აღლაძესთან ერთად) გამოვიდა „რუსულ-ქართული ლექსიკონი". თარგმნის სამეცნ. ლიტ-რას რუს. ენაზე. შესრულებული აქვს არნ. ჩიქობავას, მ. ქურდიანის, ც. ბარამიძის და სხვა ავტორთა ნაშრომების რუს. თარგმანები. თანამშრომლობს სამენოვან სამეცნ. ჟურნალთან „კავკასიოლოგიური ძიებანი" (რუს. ტექსტების რედაქტირება).