კაპანაძე კარპეზ სერაპიონის ძე (12. IV. 1919, სოფ. კორბოული, ახლანდ. საჩხერის მუნიციპალიტეტი, – 31. X. 2005, თბილისი), ვეტერინარი ექიმი. ვეტერინარიის მეცნ. დოქტორი (1968), პროფესორი (1995), საქართვ. ეროვნ. აკად. აკადემიკოსი (1997). 1943 დაამთავრა საქართვ. ზოოტექ.- სავეტერინარო ინ-ტი. 1958–59 იყო საქართვ. მეცხოველეობისა და ვეტერინარიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის დირექტორი, 1962–90 – საქართვ. ზოოტექ.-სავეტერინარო სასწ.-სამეცნ. ინ-ტის პრორექტორის მოადგილე ვეტერინარიის დარგში, 1990-იდან – ამავე ინ-ტის მეცნიერი თანამშრომელი. კ-მ შეისწავლა საქართველოში ვეტ. ისტორიის პრობლემები, დაამუშავა ვეტ. ლექსიკოგრაფიის, ტერმინოლოგიისა და ორთოგრაფიის საკითხები. ავტორია ვეტ. დამხმარე სახელმძღვანელოსი, ასევე მონოგრაფიული ნაშრომების. კ-მ პირველმა განაზოგადა მსოფლიო სავეტერინარო კონგრესების ისტორიის მასალები. 1979 მონაწილეობდა მოსკოვში გამართულ XXI მსოფლიო სავეტერინარო კონგრესის მუშაობაში. კ. იყო ქართული ენციკლოპედიის სამეცნ.-საკონსულტაციო საბჭოს წევრი და ვეტერინარიის სექციის ხელმძღვანელი. მიღებული აქვს სახელმწ., მ. შ. საბრძოლო ჯილდოები.
თხზ.: ქართული სავეტერინარო ლექსიკონი, თბ., 1994; ვეტერინარიის ფუძემდებლები საქართველოში და მათი მომდევნო თაობები, თბ., 1997 (თანაავტ. ჯ. წულაია); К истории ветеринарии в Грузии, Тб., 1960; Развитие ветеринарии в Грузии (за годы советской власти), Тб., 1965.
თ. ყურაშვილი