კაპანაძე პეტრე სოლომონის ძე

კაპანაძე პეტრე სოლომონის ძე [1(13). VI. 1877, სოფ. წაღვლი, ახლანდ. ხაშურის მუნიციპალიტეტი, – 10. VI. 1949, ხაშუ­რი], პედაგოგი, რევ. მოძრაობის მონაწილე. სა­ქართვ. დამს. მასწავლებელი (1934). დაამთავრა თბილ. სას. სემინარია (1901). აქტ. მო­ნა­წილე­ობას იღებდა არალეგა­ლური მარქსისტული წრის მუშა­ობაში. ეწეოდა არალეგალურ აგი­ტაციას მოსწავლე ახალგაზრდო­ბასა და ჯარისკაცთა შორის. 1901-იდან მუშა­ობ­და ხაშურში მას­წავლებლად, სკოლის დირექტო­რად. კ-ს ეკუთვნის მოგონებათა წიგნი „ბავშვობა და ყრმობა" (1945), რ-იც ი. სტალინის რევ. მოღვაწეობის დასაწყისს ეხება. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით და მედლებით.