კაპანაძე რევაზ ვლადიმერის ძე (დ. 22. IV. 1924, სოფ. ჩხირაული, ახლანდ. ჭიათურის მუნიციპალიტეტი), პათოლოგანატომი. მედ. მეცნ. დოქტორი (1968), პროფესორი (1971), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1984). საქართვ. სამედ.-ბიოლ. მეცნ. აკადემიის ნამდვილი წევრი (1995). 1948 დაამთავრა თსსი. 1949-იდან იყო საქართვ. ჯანდაცვის სამინისტროს მ. წინამძღვრიშვილის სახ. კლინიკური და ექსპერ. კარდიოლოგიის ინ-ტის პათოლ. მორფოლოგიისა და ჰისტოქიმიის ლაბორ. მეცნიერი მუშაკი, გამგე (1960-იდან); თსსი-ის პათოლ. ანატ. კათედრის პროფესორი (1973). საქართვ. პათოლ. ანატ., კარდიოლოგიის, ბიოფიზიკის სამეცნ. საზ-ბების, თსსი-ის ხარისხის მიმნიჭებელი სპეციალიზებული საბჭოს წევრი (1978).
კ. იკვლევდა გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიის, მიოკარდიოპათიის, ათეროსკლეროზისა და ჰიპერტონულ დაავადებათა საკითხებს, უეცარი კარდიული სიკვდილის თანატოგენეზს და სხვ. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (1999).
თხზ.: მიტრალური სტენოზის პათოლოგიური ანატომია, თბ., 1968; მიოკარდის სტრუქტურული ცვლილებები და მათი შექცევადობა გულის მუშაობის სხვადასხვა ფუნქციური მდგომარეობის დროს, თბ., 1969.