კაპანაძე სეით ამბაკოს ძე (20. X. 1900, სოფ. მეორე სვირი, ახლანდ. ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, – 15. II. 1956, მოსკოვი), საბჭოთა კონტრ-ადმირალი (1951). 1921–23 სწავლობდა ბათუმის სამხ.-საზღვ. სასწავლებელში, 1923–26 – ლენინგრადის მ. ფრუნზეს სახ. სამხ.- საზღვ. სასწავლებელში. 1941–42, II მსოფლიო ომის (1939–45) დროს, კ. იყო 77-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაური, 1942 – 45 წყნარი ოკეანის ფლოტის 1-ლი გამანადგურებელი ბრიგადის მეთაური. 1949–51 – კამჩატკის სამხ. ფლოტილიის შტაბის უფროსი. 1948 დაამთავრა ლენინგრადის სამხ.-საზღვაო აკადემია, 1951–53 სწავლობდა გენ. შტაბის აკადემიაში. 1954–56 იყო სსრკ სამხ.-საზღვაო ფლოტის მთ. ინსპექტორი. დაჯილდოებულია საბრძოლო ორდენებითა და მედლებით.
ლ. დოლიძე