კატრენი

კატრენი (ფრანგ. quatrain< quatre – ოთხი), დასრულებული აზრის მქონე ოთხტაეპიანი სტროფი. კ-ის რითმების ძირითადი სქემებია aaaa (მონორითმიანი კ.), abab (ჯვარედინრითმიანი კ.), aabb (მოსაზღვრე, ანუ პარალელურრითმიანი კ.), abba (რკალურრითმიანი კ.) და სპარსულიდან მომდინარე aaba (რობაი). კ-ის ნიმუშია:

„ვწერ ვინმე მესხი მელექსე,
რაც კი მივლია მე გზები,
ჯერ ლექსი მწვავდა, მერე მზე,
ჯერ მზე და მ ერე ლექსები“.

                         (გ. ტაბიძე).