კალაძე თამაზ დავითის ძე

კალაძე თამაზ დავითის ძე (დ. 25. V. 1945, თბილისი), ფიზიკოსი. ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტო­რი (1990). დაამთავრა თსუ-ის ფიზ. ფაკ-ტი (1967) თეორიული ფიზიკის სპეციალობით. 1967–98 მუ­შა­ობ­და თსუ-ის ი. ვეკუას სახ. გამოყენებითი მათ. ინ-ტში მეცნიერ თანამშრომლად, 1998–2007 იყო ამავე ინ-ტის ლაბორ. გამგე, 2000 და 2005–07 – ჩინეთის მეცნ. აკადემიის მიწვე­ული პროფესორი (ქ. ნანჯინგი, „მეწამული მთის ობსერვატორია" = Purple Mountain Observatory), 2007–14 – ქ. ლაჰორის (პაკისტანი) სა­ხელმწ. უნივერსიტეტ-კოლეჯის ფიზ. ფაკ-ტის უცხოელი პროფესორი, 2014-იდან კი თსუ-ის ი. ვეკუას სახ. გამოყე­ნებითი მათ. ინ-ტში უფრ. მეცნიერი თანამშრომელია. 2017 კვლავ ქ. ლაჰორის სა­ხელმწ. უნივერსიტეტ-კოლეჯში კითხულობდა ლექციებს.

კ-ის სამეცნ. ინ­ტე­რე­სე­ბის სფეროა პლაზმის ფიზიკა; მაგნი­ტოსფეროსა და იონოსფეროს ფი­ზიკა; თერმობირთვული დანადგარების თეორია; ­მიწისძვრის წინამძღვრების თეორიული საკი­თხები; მზის ფიზიკა; არაწრფივი დინამიკა და ქაოსი. კ-მ (სა­ქარ­თვე­ლო­ში პირველად) დაიწყო ფიზ. ამოცანების რიცხვითი გათვლების რეალიზაცია ელექტრონულ გამომთვლელ მანქანებზე, საფუძველი ჩაუყარა თერმობირთვული არამდგრადობის თეორიას რეაქტორ ტოკამაკში.

მიღებული აქვს სა­ქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის ი. ვეკუას პრემია (2002); პაკისტანის მეცნ. და ტექ­ნოლ. სამინისტროს პრემიები „ნაყოფიერი კვლევებისათვის“ (2011, 2012, 2013). არის მრავალი სამეცნ. ნაშრომის ავტორი.

ი. ლომიძე