კალაძე ნიკოლოზ ივანეს ძე (28. V. 1909, დაბა კულაში, ახლანდ. სამტრედიის მუნიციპალიტეტი, – 29. III. 1997, თბილისი), საბჭოთა გენერალ-მაიორი (1945). 1927 დაამთავრა სამხ. მეთაურთა ქართ. გაერთიანებული სკოლა. 1933 – თბილ. პედ. ინ-ტის საზ.- ეკონ. ფაკ-ტი. 1938-მდე მსახურობდა ამიერკავკ. სამხ. ოლქში. 1938 ბოლოს დაინიშნა კიევის განსაკუთრებულ სამხ. ოლქში დივიზიის პოლიტ. განყ-ბის უფროსად, 1939 – დივიზიის სამხ. კომისრად. მონაწილეობდა დას. უკრაინის განთავისუფლებაში (1939), იბრძოდა თეთრფინელების წინააღმდეგ (1940). II მსოფლიო ომის (1939–45) დროს იყო მე-15 მსროლელი დივიზიის მეთაურის მოადგილე (1942-იდან), მეთაური (1943-იდან). მონაწილეობდა ლვოვთან, კიევთან, ხარკოვთან, დონის ველზე, სტალინგრადთან, კურსკთან, აგრეთვე პოლონეთის ბრძოლებში, ბერლინის ოპერაციაში. კ. ვოროშილოვის სახ. უმაღლესი სამხ. აკადემიის (ამჟამად – გენ. შტაბის აკადემია) დამთავრების (1948) შემდეგ მეთაურობდა სამხ. შენაერთებს. 1962-იდან გავიდა თადარიგში.
დაჯილდოებულია საბრძოლო ორდენებითა და მედლებით. ავტორია სამხ.-ისტ. ნარკვევებისა.
თხზ.: სტალინგრადი, კურსკი, ბერლინი, თბ., 1971; უდრეკი კავკასიონი, თბ., 1973.