კაკლიანი, სოფელი დმანისის მუნიციპალიტეტის ყიზილქილისის თემში (ქვემო ქართლის რეგიონი), დმანისის პლატოზე. ზ. დ. 1340 მ, დმანისიდან 14 კმ, კაზრეთიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 16 კმ. 321 მცხ. (2014). კ-ში დგას ღვთისმშობლის დარბაზული ეკლესია (XI ს.) და „თოთეს ეკლესია", ხოლო სოფლის მახლობლად – წვერის წმ. გიორგის ეკლესია (ორივე თარიღდება განვითარებული შუა საუკუნეებით).