კასპიური შურთხი (Tetraogallus caspius, Gmelin, 1784), ფრინველთა გვარი ქათმისნაირთა რიგისა. გვხვდება მცირე აზიაში, მცირე კავკასიონზე, აღმოსავლეთით აღწევს ქოპეთ-დაღამდე. ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი კ. შ. გვხდება გურიააჭარისა და თრიალეთის ქედებზე. მობუდარია. ვერტიკალურად ვრცელდება 3000 მ-მდე. ბუდეს იკეთებს მიწაზე – ქვებში ან კლდეებს შორის. დებს 8–10 მორუხო კვერცხს. კრუხობს 3 კვირას. იკვებება მცენარის თესლით, კვირტებით, ყლორტებით, კენკრით, ტუბერებით, აგრეთვე მწერებით. შეტანილი საქართველოს „წითელ ნუსხაში".
ა. ბუხნიკაშვილი