ბუზოღლი მიხეილ მიხეილის ძე

ბუზოღლი მიხეილ მიხეილის ძე (14. VIII. 1912, ბათუმი, – 1979, თბილისი), არქიტექტორი. საქართვ. დამს. არქიტექტორი (1967).

დაამთავრა საქართვ. საინჟინრო-სამშენებლო ინ-ტი (1932). მუშაობდა საქართვ. ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ი. კონიაშვილის სახ. კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის არქიტ.-დაგეგმარებით სექტორში (1933–34), „მოსპროექტის“ მე-2 სახელოსნოში (1934–38), საქართვ. მეცნ. აკად. საპროექტო სახელოსნო „აკადემპროექტში“ (1938–41), „ჰიდროპროექტის“ თბილისის ფილიალის არქიტ. სექტორის ხელმძღვანელად (1944-იდან გარდაცვალებამდე).

ძირითადი ნამუშევრები: ჩითახევის (1950), სოხუმის (1950), შაორის (1956), გუმათის (1958) და სხვ. ჰიდროელექტროსადგურებისა და მათი მუშათა დასახლების არქიტექტურა; სანატორიუმები „საქართველო“ (1956) და „კავკასიონი“ (1971) გაგრაში, „ივერია“ (ამჟამად სანიტორიუმ „მეშახტის“ მე-2 კორპუსი) წყალტუბოში და სხვ.

ს. კინწურაშვილი