„ერი“

„ერი”, ყოველდღიური პოლიტიკური და ლიტერატურული გაზეთი, ეროვნ.-დემოკრ. მიმართულებისა. გამოდიოდა ქუთაისში 1913–14 (რედ.-გამომც. – გ. ბრეგაძე) გაზ. „იმერეთის” ნაცვლად. თანამშრომლები: გ. გველესიანი, ს. გერსამია, შ. ვარდიძე, თ. ხუსკივაძე და სხვ. გამოვიდა 82 ნომერი. დაიხურა ადგილ. მთავრობის განკარგულებით. რედაქტორს მიესაჯა 3 კვირით პატიმრობა.