ბაქრაძე გიორგი კონსტანტინეს ძე (1. V. 1908, სოფ. ბუკისციხე, ახლანდ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, ‒ 1. XII. 1989, თბილისი), ეკონომისტი. ეკონ. მეცნ. დოქტორი (1960), პროფესორი (1962), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1974).
დაამთავრა თსუ-ის სოც.-ეკონ. ფაკ-ტი. 1937-იდან იქვე ეწეოდა პედ. და სამეცნ. მოღვაწეობას. სხვადასხვა წლებში მუშაობდა აგრეთვე სახელმწ. ორგანიზაციებში. ბ-ს კაპიტ. გამოკვლევები აქვს პოლიტეკონომიისა და საქართვ. ეკონომიკის ისტორიის საკითხებზე.
თხზ.: მრეწველობის განვითარება თბილისში XIX საუკუნეში, კრ.: თბილისი 1500, თბ., 1958; Возникновение и развитие капиталистической промышленности в Грузии в XIX веке, Тб., 1958.
მ. ჯიბუტი