ბერიძე ალექსანდრე მიხეილის ძე (17. XII. 1917, სოფ. ერკეთი, ახლანდელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, - 23. II. 1996, თბილისი), გენერალ-მაიორი (1993), პროფესორი (1984).
დაამთავრა ბათუმის პედ. ინ-ტი (1937), თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი (დაუსწრ., 1940), ქ. ტვერის წითელი არმიის უმაღლესი სამხ. პედ. ინ-ტი (1941), მოსკოვის სამხ. პოლიტ. აკადემიის ადიუნქტურა (1955).
1940-იდან წითელი არმიის რიგებში იყო. II მსოფლიო ომის აქტ. მონაწილე. 1945-იდან მუშაობდა სხვადასხვა სამხ. დაწესებულებაში პედაგოგად, ამზადებდა სამხ. კადრებს. 1991 ბ-მ საქართვ. ფიზ. კულტ. ინ-ტში ჩამოაყალიბა პირველი ეროვნული სამხ. კათედრა, 1968‒92 იყო ვეტერანთა რესპ. საბჭოს თავ-რის პირველი მოადგილე, 1992-იდან ‒ ომის, შრომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანთა რესპ. საბჭოს თავ-რე.
1992–95 საქართვ. რესპ. პარლამენტის წევრი და ვეტერანთა კომისიის თავ-რე (1994). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
ლ. დოლიძე