თარხნიშვილი ეკატერინე ესტატეს ასული

თარხნიშვილი ეკატერინე ესტატეს ასული (1879, კავთისხევი, ახლანდ. კასპის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი, – 1956, თბილისი), მომღერალი, ქართ. ხალხ. სიმღერების შემსრულებელი. სა­ქართვ. დამს. არტისტი (1937). 1910-იდან მღეროდა უმცროსი დის – მ. თარხნი­შვილის შვიდკაციან გუნდში, რ-შიც დები მაღალ ხმებს ასრულებდნენ. 1917-იდან თბილისში გადმოსახლდნენ და მათმა სიმღერისა და ცეკვის გუნდმა სახელი გაითქვა აღმ. სა­ქარ­თვე­ლოს (განსაკუთრებით ქართლ-კახური) რეპერტუარის შესრულებით. ე. და მ. თარხნი­შვი­ლების მიერ შესრულებული სიმღერები –„ზემომხრული ჭონა”, „ლაშქრად წასვლა”, „წუთისოფლის შვილები ვართ”, „ვთოხნოთ და ვთოხნოთ სიმინდი”, „ჩავუხტეთ ბარათა­შვილსა”, „თებრონე მიდის წყალ­ზედა” და სხვ. ქართ. მუს. ხელოვნების ოქროს ფონდშია შესული. გასტროლებით შემოიარეს სა­ქართვ. ქალაქები, იყვნენ მოსკოვში, ბაქოსა და ერევანში, წარმატებით გამოდიოდნენ ოლიმპიადებზე, საშეფო და საქველმოქმედო კონცერტებზე. 1937 თბილ. ოპერისა და ბალეტის სა­ხელმწ. თეატრში ჩა­ტარ­და დები თარხნიშვილების მოღვაწეობის 25 წლის აღსანიშნავი საიუბილეო საღამო.

ლიტ. იხ. სტ-თან თარხნი­შვილი მარიამ.