თარხნიშვილი ვახტანგ აბრამის ძე (29. X. 1948, ასპინძა, – 22. XI. 2008, თბილისი), ინჟინერ-მშენებელი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1997), პროფესორი (2000). 1972 დაამთავრა სპი-ის სამშ. ფაკ-ტი. 1972–74 მუშაობდა ქ. ბარნაულში (ალტაის მხარე) სამუშაოთა მწარმოებლად, 1974-იდან – სპი-ში სამშ. კონსტრუქციების კათედრასთან არსებულ სამეცნ.-კვლ. ლაბორატორიაში ინჟინრად. 2000-იდან ამავე კათედრის პროფესორია. 1976–86 მუშაობდა ინჟინერ-კონსტრუქტორად თბილ. სამშ. ტრესტ „ინჟმშენის” საპროექტო ჯგუფში. პარალელურად ლექციებს კითხულობდა სპი-ის მექანიკა-მანქანათმშენებლობისა და სატრანსპ. ფაკ-ტებზე, იყო ხარისხის მიმნიჭებელი საბჭოს წევრი, 2005–06 – ქართუ ჯგუფში შპს „ბურჯის” ინჟინერ-კონსტრუქტორი, 2006–08 – შპს „ქართუ მშენებელის” კონტროლისა და ტექ. ზედამხედველობის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი.
თ-ის კვლევების მიმართულებაა ლითონის კონსტრუქციების ნაკეთობათა შედუღება, ნავთობისა და გაზის მილსადენისა და საცავების ლითონის კონსტრუქციები, მათი გაშვება, სრულყოფა და გამოყენება მშენებლობაში. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. შრომა, აქვს გამოგონებები.
თხზ.: Расчëт тонких упругих пластин и оболочек с отверстиями, Тб., 1990.