თარხნიშვილი მარიამ (მარო) ესტატეს ასული (1891), სოფ. კავთისხევი, ახლანდ. კასპის მუნიციპალიტეტი, – 1969, თბილისი),მომღერალი, ქართული ხალხური სიმღერების ცნობილი შემსრულებელი. საქართვ. სახ. არტისტი (1956). 1910 თ-მა გორში დააარსა ქართლ-კახური სიმღერების გუნდი და მისი უცვლელი ლოტბარი იყო. დიდი ამაგი დასდო საქართველოში მხატვრული თვითმოქმედების განვითარებას. თ-ის გუნდის მდიდარი რეპერტუარიდან აღსანიშნავია სიმღერები: „ჭონა”, „ბერიკაცი”, „ნამგლური”, „გარეკახური საცეკვაო”, „მუშური”, „თამარ ქალო”, „კახური მრავალჟამიერი” და სხვ. თ. გუნდის ფონზე დიდი ოსტატობით ასრულებდა ცალფა შრომის სიმღერებს – „ურმულს”, „ოროველას”, აგრეთვე არიას „დაიგვიანეს” ნ. სულხანიშვილის ოპერა „პატარა კახიდან”. თ-ის გუნდში მრავალი ხალხ. მომღერალი აღიზარდა [ვ. ცოფურიშვილი, ლ. ქარუხნიშვილი, ე. თარხნიშვილი (მაროს და) და სხვ.]. მრავალმა მათგანმა შეისწავლა საგუნდო ხელოვნება (გ. ვარდიაშვილი, ვ. კობახიძე, რ. თურქიძე და მაროს ქალიშვილი – თ. თარხნიშვილი). თავისი კონცერტებით თ. ფართო პროპაგანდას უწევდა ქართ. ხალხ. სიმღერას. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
თხზ.: მარო თარხნიშვილის დღიური, თბ., 2016.
ლიტ.: გ ე გ ე ჭ კ ო რ ი ლ., ქართული ხალხური სიმღერის ოსტატები, წგ. 2, თბ., 1958; თ ა რ ხ ნ ი შ ვ ი ლ ი მ., 50 ქართლ-კახური სიმღერა (სანოტო კრებული თანდართული დისკებით), თბ., 2008; მ ე ს ხ ი თ., ქართული სიმღერის დედა, «ლიტერატურა და ხელოვნება», 2007, №3.
გ. ჩხიკვაძე