თარხნიშვილი მიხეილ (მიქელ) სტეფანეს ძე

თარხნიშვილი მიხეილ (მიქელ) სტეფანეს ძე (12. I. 1897, ქ. ახალციხე, – 15. X. 1958, რომი, დაკრძალულია ვატიკანში მოღვაწე უცხოელ მამათა საერთო აკლდამაში), ქართველი ფილოლოგი. იკვლევდა ძვ. ქართ. ქრისტ. აღმოსავლეთისა და ბიზანტ. ლიტერატურათა, სა­ქართვ. ­ეკლესი­ისა და სას. მწერლობის ისტ. სა­კითხებს. ცხოვრება და მოღვა­წე­ობა მოუხდა სამშობლოს გარეთ. 1913–17 სწავლობდა კონსტანტინოპოლის (სტამბოლი) ­ქართვ. კათოლიკეთა სამონასტრო სკოლაში, 1917-იდან 1919-მდე – გერმანიაში, ეტალის ბენედიქტელთა სააბატოში. 1919 მცირე ხნით დაბრუნდა სა­ქარ­თველო­ში, მაგრამ იმავე წელს ­კვლავ სტამბოლში გაემგზავრა და სამშობლოში ­აღარც დაბრუნებულა. 1924 ავსტრიაში გაემგზავრა და სანტა-გაბ­რიელის საღვთო სიტყვის საზ-ბაში დაასრულა ფილოლ. და ფილოს. განათლების კურსი. 1931-იდან რომში მოღვაწეობდა. 1931 წ. 6 აგვ. ეკურთხა მღვდლად გროტაფერატას ბერძნ. სააბატოში. 1930–33 სწავლობდა რომის პაპის აღმოსავლეთის ინ-ტში, რ-ის დამთავრების შემდეგ დაიცვა დისერტაცია და მიიღო დოქტორის სამეცნ. ხარისხი. 1935-იდან ცხოვრობდა საფრანგეთში, ბელგიასა და გერმანიაში. 1943-იდან დამკვიდრდა რომში.

თ-მა გამოავლინა, შეისწავლა და გამოაქვეყნა უცხ. წიგნთსაცავებში დაცული ქართ. მასალა. გრაცის უნ-ტისა და ვატიკანის ბ-კებში დაცული ქართ. ხელნაწერების მიხედვით გამოსცა „ჟამის წირვათას” ქართ. რედაქციები ლათ. თარგმანითურთ (1950), გრიგოლ ბაკურიანის „პეტრიწონის ქართველთა მონასტრის ტიპიკონი” (1954), „იერუსალიმის ეკლესიის დიდი ლექციონარი” (1959), კ. კეკელიძის „ძველი ქარ­თუ­ლი მწერ­ლობის ისტორიის” I ტომის თარგმანი გერმ. ენაზე ი. ასფალგთან ერთად. ამ თარგმანის საფუძველზე დაიწერა “ქარ­თუ­ლი სასულიერო ლიტერატურის ისტორია” (1955). ამავე წელს გამოაქვეყნა ეგვიპტეში, თებეს ნეკროპოლში აღმოჩენილი ქართ. წარწერები, შეადგინა ქართ.-ფრანგ. ლექსიკონი. თ. აქტიურად თანამშრომლობდა ევროპის ავტორიტეტულ ჟურნალებთან, განსაკუთრებით ჟურნ. „ბედი ქარ­თლისასთან”, ევრ. ენციკლოპედიებს აწვდიდა მასალებს სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ.

თხზ.: წერილები, წგ. 1. ქარ­თუ­ლი ეკლესიის ისტორია, თბ., 1994.

ლიტ.: ბედი ქართლისა, ტ. 4–5, პარიზი, 1958; ტ. 6–7, პარიზი, 1959.