თევზაძე რევაზ ნიკოლოზის ძე

თევზაძე რევაზ ნიკოლოზის ძე (დ. 22. VI. 1931, ქუთაისი), გეოლოგი. სა­ქარ­თვ. დამს. ინჟინერი (1975) და დამს. მენავთობე (1981). სტუ-ის ნავთობისა და გაზის საბადოების ბურღვის კათედრის პროფესორი (1982). სა­ქართვ. საინჟ. აკად. ნამდვ. წევრი, სა­ქართვ. ეროვნ. ენერგეტიკის აკად. წევრი. 1955 დაამთავრა სპი (სტუ) სამთო ინჟინერ-მენავთობის სპეციალობით. მუშაობდა აზერბაიჯანში, 1958-იდან – „საქნახშირ­ძიების” ტრესტის, ხოლო 1970-იდან – სა­­ქართვ. მი­ნისტრთა საბჭოსთან არსებული გეოლ. სამმართველოს სისტემაში. იკვლევდა კვაისის ტყვია-თუთიისა და ერწოს ვერცხლისწყლის საბადოებს, ხელმძღვანელობდა საძიებო სამუშაოებს შაორის ქვანახშირის, მადნეულის პოლიმეტა­ლებისა და ბარიტის საბადოებზე და სა­ქარ­თვ. მეტალების ­კომპლ. ექსპედიციას.

თ-ის უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით დაძიებულია სა­ქართვ. მინერ. რესურსების სამრეწვ. მნიშვნელობის მრავალი საბადო. სასარგებლო წიაღისეულის საბადოების (მ. შ. მადნეულის საბადოს) წარმატებული ძიებისა და გეოლ.-საძიებო სამუშაოებში მიღწეული მაღალი მაჩვენებლებისათვის 1971 მიენიჭა სოციალ. შრომის გმირის წოდება.

1973-იდან თ. იყო ნავთობის საკავშ. სამინისტროს ტრესტ „საქნავთობის” მმართველი, 1975–2004 – საწარმოო გაერთიანება „საქნავთობის” გენ. დირექტორი, დეპარტამენტ „საქნავთობის” თავმ­ჯდომარე, სა­ხელმწ. კომპანია „საქნავთობის” პრეზიდენტი.

თ. 1978–2002 იყო სა­ქარ­თვ. ნავთობის მრეწვ. სამეცნ.-ტექ. საზ-ბის უცვლელი თავ-რე. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2001).

ი. ლობჟანიძე