ბებუთოვი (ბებუთაშვილი) დავით იოსების ძე (11.I. 1793, თბილისი, – 1867, ვარშავა, დაკრძალულია თბილისში), გენერალ-ლეიტენანტი (1856). 1811 ხერსონის პოლკში ჩაირიცხა იუნკრად. 1814 მონაწილეობდა რუს. არმიის საზღვარგარეთის ლაშქრობაში. 1829-იდან კავკასიაში მსახურობდა. 1831 ფელდმარშალ ი. პასკევიჩის ხელქვეით მყოფ კავკ. პოლკების ნაკრებთან ერთად პოლონეთში გაემგზავრა. 1832 მონაწილეობა მიიღო ჩაჩნეთის სამხ. ექსპედიციაში. 1838 პოლკოვნიკობა მიიღო. მონაწილეობდა ყირიმის (1853–56) ომში. შემდეგ პოლონეთში მსახურობდა. აქვე მიიღო გენ.-მ. წოდება (1847), 1861–67ქ. ვარშავის სამხ. კომენდანტი იყო.
ლ. დოლიძე