კაკულია აკაკი გრიგოლის ძე

კაკულია აკაკი გრიგოლის ძე (22. IV. 1922, სოფ. გურძემი, ახლანდ. მარტვილის ­მუნიციპალიტეტი, – 27. III. 1996, თბილისი), ფიზიოთერაპევტ-კურორტოლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1968), პროფესორი (1977), სა­ქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1984).

1946 დაამთავრა თსსი. 1948–58 იყო კურ. მენჯის მთ. ექიმი. 1958–96 მუ­შა­ობ­და ი. კონია­შვი­ლის სახ. კურორტოლოგიის და ფი­ზი­ო­თერა­პიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში, 1968- მდე იყო ამ ინ-ტის ბალნეოთერაპიის განყ-ბის გამგე, 1968-იდან კი ხელმ­ძღვა­ნე­ლობ­და ფიზიო-ბალნეოთერაპიისა და სამკურნ. ფიზკულტურის განყ-ბებს. 1978-იდან იყო სა­ქართვ. ჯანდაცვის სამინისტროს მთ. სპეციალისტი.

კ. იკვლევდა კურორტოლოგიის და ფი­ზი­ო­თე­რა­პიის აქტუალურ საკითხებს. დაადგინა მიკროელემენტების ელექტროფორეზის, აგრეთვე სხვა­და­სხვა ინტენსივობის მაგნიტური ველის ეფექტური გავ­ლენა პათოლ. პროცესებზე გულ-სისხლძარღვთა და ძვალ-სახსართა დაავადებების დროს. შეიმუშავა 40-ზე მეტი ახ. სამკურნ. ფიზიოთერაპ. მეთოდი, რ-იც დაი­ნერ­გა სამედ. პრაქტიკაში. 1979–96 იყო თბილისის კურორტოლოგთა და ფიზიოთერაპევტთა სამეცნ. საზ-ბის თავ-რე.

თხზ.: Применение некоторых новых активных методов физиотерапии, Тб., 1983; Новые эффективные методы и методика физиотерапии, Тб., 1986.