კაკულია ეთერ ირაკლის ასული

ე. კაკულია

კაკულია ეთერ ირაკლის ასული (29. XI. 1942, თბილისი, – 26. VI. 2015, იქვე), საესტრადო მომღერალი. სა­ქართვ. დამს. არტისტი (1983). 1965 დაამთავრა თსუის დას. ევროპის ენისა და ლიტრის ფაკ-ტი გერმანული ენის სპეცია­ლობით. სტუდენტობის პერიოდში კ. აქტიურად ჩაერ­თო თსუ-ის თვითშემოქმედებაში და უნ-ტის საესტრადო ორკესტრის სოლისტი გახდა. 1969 მიიწვიეს სპი-ის საესტრადო ორკესტრში (­ხელმძღვ. – ს. ტუღუში) სოლისტად. 1964-იდან იგი იყო ფილარმონიის, 1975-იდან სა­ქართვ. სა­ხელმწ. ორკესტრ „რეროს" (­ხელმძღვ. – კ. პევზნერი), ხოლო 1986-იდან სა­ქართვ. ტელერადიოს სოლისტი. კ-ის მიერ შესრულებული სიმღერებიდან აღსანიშნავია ვ. აზარა­შვი­ლის „მზე ჩემი კარგი მეგობარია", ა. ბუკიას „ჭაღარა", ი. ბობოხიძის „ცირა", ი. გურგულიას „უშენოდ", ე. ჭელიძის „თბილისის ქუჩები", ნ. დუღა­შვი­ლის „გამიფრთხილდი, გამიფრთხილდი", „შენი თვალები", რ. სებისკვერაძის „მხა­რე ლამაზი" და სხვ. გასტროლებით შემოიარა მსოფლიოს მრავალი ქვეყანა, მ. შ. საფრანგეთი, ინგლისი, ჩეხეთი, გერმანია, უნგრეთი, ბულგარეთი, ფინეთი, შვედეთი, ნორვეგია, დანია, ჰოლანდია და სხვ. კ. იყო ბალტიისპირეთის საკავშირო ფესტივალისა (1980) და პოლონეთის ფესტივალ „კაპონეს" (1982) ლაურეატი. მიღებული აქვს სა­ქართვ. ფესტივალ „მეგა-2009-ის" სპეც. პრიზი ნომინაციაში „ყველა თაობის საყვარელი მომღერალი". 2015 თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა კ-ს ვარსკვლავი.

მიღებული აქვს ღირსების ორდენი (2000).

ნ. გელოვანი