კაკულია მერაბ რევაზის ძე (დ. 29. VI. 1961, ქ. მახარაძე, ახლანდ. ქ. ოზურგეთი), ეკონომისტი. ეკონ. მეცნ. დოქტორი (2002). დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი (1983). 1987–92 იყო თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტის თანამშრომელი. 1993–2005 – საქართვ. ეროვნ. ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, იმავდროულად (2000–05) – შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (BSTDB) მმართველი საქართველოდან. 2005–10 მუშაობდა ეკონ. პოლიტიკისა და სამართლებრივი საკითხების ქართ.-ევრ. ცენტრის (GEPLAC) მთ. ეკონ. ექსპერტად და ჟურნ. „საქართველოს ეკონომიკური ტენდენციების" მთ. რედაქტორად. 2010-იდან არის საქართვ. სტრატეგიისა და საერთაშ. ურთიერთობების კვლევის ფონდის უფრ. მეცნიერი თანამშრომელი და საქართვ. საზ. საქმეთა ინ-ტის (GIPA) სამართლისა და პოლიტიკის სკოლის სრული პროფესორი.
კ-ს კვლევის ძირითადი სფეროებია ეკონ. ზრდის, მონეტარული და გაცვლითი კურსის პოლიტიკის, საბანკო სექტორის განვითარების, საერთაშ. ფინანსებისა და ვაჭრობის საკითხები.
თხზ.: დოლარიზაცია საქართველოში: მასშტაბები, ფაქტორები, დაძლევის გზები, თბ., 2000 (თანაავტ.); სავალუტო სისტემის განვითარების პრობლემები საქართველოში, თბ., 2001; საქართველოს ეკონომიკა, თბ., 2012 (თანაავტ.); On the political economy of economic slowdown in Georgia, Tb., 2013.