კაკულია ნელი აკაკის ასული

კაკულია ნელი აკაკის ასული (დ. 11. VII. 1951, თბილისი), ექიმი (ფიზიკური მედიცინა, რეაბილიტაცია და კურორტოლოგია). მედ. მეცნ. დოქტორი (1995), პროფესორი (2000).

1974 დაამთავრა თსსი; 1975–78 მუ­შა­ობ­და ნევროპათოლოგად კურორტ მენჯში, 1980-იდან კი – თბილისის ექიმთა დახელოვნების ინ-ტის კურორტოლოგიისა და ფიზი­ო­თე­რა­პიის კათედრაზე (ლაბორანტად, ასისტენტად, იყო კა­თედრის პროფესორი), 2004-იდან კათე­დრის გამგე. 2006-იდან თსსუ-ის კურორტოლოგიისა და ფი­ზი­ო­თე­რა­პიის მიმართულების სრული პროფესორია. 2008-იდან არის ამავე უნ-ტის ფიზ. მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკ-ტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი; 2009–16 – იქვე კურორტოლოგიისა და სამკურნ. ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და სრული პროფესორი, 2016-იდან დღემდე – კურორტოლოგიისა და ფი­ზი­ო­თე­რა­პიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

კ. მრავალი სამეცნ. ნაშრომის (მ. შ. 3 მონოგრაფიის) ავტორია, რ-ებიც ეხება ფიზიკური ფაქტორების გამოყენებას კლინ. პრაქტიკაში.

კ. არის სა­ქართვ. ჯანდაცვისა და სოც. უზრუნველყოფის სამინისტროს სტან­დარტიზაციის, ნორმირებისა და ლიცენზირების დეპარტამენტის ექსპერტი, სა­ქართვ. ფიზიოთერაპევტთა ასოციაციის პრეზიდენტი (2003-იდან) და სხვ.

თხზ.: ნევრასთენიით დაავადებულთა მკურნალობა მიკროელემენტების ელექტროფორეზით, თბ., 1994; საკურორტო ადგილი „გუდაური", თბ., 2013 (თანაავტ.); კურორტოლოგია და კურორტოთერაპევტთა მცირე ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 2015 (თანაავტ.).