კაკაბაძე ალდე გრიგოლის ასული

ა. გ. კაკაბაძე.

კაკაბაძე ალდე გრიგოლის ასული (18. X. 1932, თბილისი, – 31. I. 2016, იქვე), მხატვარ-კერამიკოსი. სა­ქართვ. სახ. მხა­ტვა­რი (1987). თანამედროვე კერამიკის ეროვნ. სკოლის ერთ-ერთი მნიშვ­ნე­ლო­ვანი წარმომადგენელი. და­ამთავრა თბილ. სა­ხელმწ. სამხატვ­რო აკადემიის გამოყენებითი ხელოვნების ფაკ-ტი (1957). 1957- იდან მონა­წილეობდა სამხატვრო გამოფენებში. 1964–2011 ეწეოდა პედ. მო­ღვაწეობას თბილ. სამხატვრო აკადემიაში (1980-იდან – პროფესორი).

ნამუშევრები: ღვინის ჭურჭელი „ხევსური პატარძალი“ (1965), მარანი „ორნი“ (1968), მარანი „ძველი სიმღერა“ (1970), ლარნაკი „მზის ქვეშ“ (1983), თასი „საახალწლო“ (1991), ღვინის ჭურჭელი „თეთრი ზღაპარი“ (1972); „ქარ­თული ხალხური ზღაპრები“ (1957), „სალამურა“ (1960), „საქარ­თვე­ლო“ (1977), „მიტოვებული სოფელი“ (1982), „მოხუცი კახელის პორტრეტი“ (1975), „ქართველი ქალის პორტრეტი“ (1975), „ხევსური გოგონას პორტრეტი“ (1976), „ლეონას პორტრეტი“ (1977) და სხვ.

ა. გ. კაკაბაძე. დეკორატიული დოქები. 1968–72 წწ.

მონაწილეობდა სა­ქარ­თვე­ლოსა და საზღვარგარეთ გამართულ გამოფენებში: პოლონეთი (1960), თურქეთი (1965), შვეიცარია (1966), საფრანგეთი (1966, 1970, 1982), ალჟირი (1967), კანადა (1967), შვედეთი (1967, 1976), იუგოსლავია (1968), გერმანია (1969), ბულგარეთი (1970), უნგრეთი (1970), იაპონია (1970), იტალია (1972), საბერძნეთი (1977, 1989), ავსტრია (1979), ირლანდია (1980), პორტუგალია (1981, 1988) და სხვ. პერსონა­ლური გამოფენები: თბილისი (1974), მოსკოვი (1977), ნანტი (1982, საფრანგეთი), ვლადიმირი (1983, რფ).

მიღებული აქვს ვალორისის (1966, 1970, საფრანგეთი), ფაიენცას (1972, იტალია) და ჟენევის (1977, შვეიცარია) კერამიკის საერთაშ. გამოფენა-კონკურსების დიპლომები; სსრკ სამხატვრო აკადემიის საპატიო დიპლომი კერამიკული ნამუშევრების სერიისათვის (1972); სა­ქართვ. მხატვართა კავშირის მე­და­ლი საუკეთესო კერამიკული ნამუშევრისათვის (1977). მისი ნამუშევრები და­ცულია შ. ამირანა­შვი­ლის სახ. ხელოვნების, მოსკოვის აღმ. ხალხთა ხელოვნების, კუსკოვოს (რფ) კერამიკის სა­ხელმწ., პრაღის გამოყენებითი ხელოვნების, ბერლინის კერამიკის მუზეუმებში და სხვ. არის ავტორი წიგნისა – "ქართული თანამედროვე კერამიკა" (1984, მოსკოვი). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2006).

ლიტ.: М а ч а б е л и К. Г., Алде Какабадзе. Керамика, М., 1 981.