კაკაბაძე ამირ დავითის ძე

დ. კაკაბაძე. 1926. პარიზი. უცნობი ფო­ტო-გრა­ფი
ა. დ. კ ა კ ა ბ ა ძ ე. ცისფერი სერია. "გული". 1981. კერძო საკუთრება.

კაკაბაძე ამირ დავითის ძე (26. IX. 1941, თბილისი, – 23. III. 2015, იქვე), ფერმწერი, გრაფიკოსი, სცენოგრაფი. მხატვარ დ. კაკაბაძის ­შვი­ლი. სა­ქართვ. დამს. მხატვა­რი (1990). დაამთავრა თბილ. სა­ხელმწ. სამხატვრო აკადემიის ფერწერისა და თეატრ.-დეკორ. ფაკ-ტები (1967). სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1967- იდან. ნამუშევრები: ფერწერა – "ქარ­თული ნატურმორტი" (1972), "ნატურმორტი კაქტუსით" (1977), "კუმურდო" (1985), "თოვლიანი მთა" (1987), "ავტოპორტრეტი" (1993), "წმინდა პეტრეს ტაძარი" (1999), სერია "პარიზი" (1994– 95); პოპ-არტი: "ნიჟარები სივრცეში" (1975), "მხატვრის ხელი" (1980), "არქეოლოგია" (1985), "გარიჟრაჟი" (1987); გრაფიკა – ლითოგრაფიების სერია "მთიანი სა­ქარ­თვე­ლო" (1976), სერიები "ალეგორიული ნატურმორტები" (1984–85), "სკულპტურული ფანტაზიები" (1986), "გზა" (1991); თეატრ.-დეკორ. ხელოვნება – ო. მამფორიას "მეტეხის ჩრდილში" (1968, მესხი­შვი­ლის თეატრი), კ. გამსახურდიას "მთვარის მოტაცება" (1968), ვაჟა-ფშაველას "ორი პოემა" (1970, ორივე – მარჯანი­შვი­ლის თეატრი), ო. იოსელიანის "სანამ ურემი გადაბრუნდება" (1970, რუსთაველის თეატრი) და სხვ. დამდგმელ მხატვრად მუ­შაობ­და ფილმებზე: "ნუცა" (1970), "XIX საუკუნის ქარ­თული ქრონიკა" (1978), "გზა შინისაკენ" (1982), "წინაპართა მიწა" (1982). პერსონალური გამოფენები: თბილისი, გალერეა "კოპალა" (2007), ლონდონი (2008), ბად-რაპენაუ (2008, გერმანია). მისი ნამუშევრები და­ცუ­ლია შ. ამირანა­შვილის სახ. ხელოვნების მუზეუმში, დ. შევარდნაძის სახ. ეროვნულ გალერეაში, ციმერლის მუზეუმში (აშშ), საფრანგეთის, ბელგიის, საბერძნეთის, ინგლისის, აშშ-ის, გერმანიის, რუსეთის, სა­ქარ­თველოს კერძო კოლექციებში.