დავით კაკაბაძის ფონდი, დაარსდა 2012. ფონდის მიზანია თანამედროვე ხელოვნების ხელშეწყობა, ინოვაციური პროექტების მხარდაჭერა, ქართული კულტურის პოპულარიზაცია ქვეყნის გარეთ და საერთაშ. პროექტების განხორციელება საქართველოში. 2012–17 ფონდის ორგანიზებით ჩატარდა არაერთი გამოფენა როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. 2012, მხატვრის გარდაცვალებიდან 60 წლის აღსანიშნავად, ქუთაისში, დავით კაკაბაძის სახ. სახელმწ. გალერეაში მოეწყო მისი პერსონალური გამოფენა, პარალელურად, ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართა მ. კალატოზიშვილის ფილმ „ჯიმ შვანთეს" (მხატვარი დ. კაკაბაძე) ჩვენება. 2013 საქართვ. ეროვნ. მუზეუმის დ. შევარდნაძის სახ. ეროვნ. გალერეაში პირველად მოეწყო კ-ის მასშტაბური რეტროსპექტული გამოფენა, სადაც სრულად იყო წარმოდგენილი მხატვრის შემოქმედების ყველა პერიოდი; ექსპონატებს შორის იყო კ-ის პარიზში ცხოვრების პერიოდში შექმნილი კოლაჟი, რ-იც სპეციალურად გამოფენისთვის ფონდმა ითხოვა პორტუგალიის ლისაბონის ბერარდოს მუზეუმისგან. 2014 ფონდის ეგიდით მოეწყო ხუთთვიანი გამოფენა პარიზის „მაიოლის" მუზეუმში. 2017 საქართველოს ეროვნ. მუზეუმის დ. შევარდნაძის სახ. ეროვნ. გალერეაში გაიხსნა ა. კაკაბაძის რეტროსპექტული გამოფენა.
მ. კაკაბაძე