კაკაბაძე ვიტალი ლავრენტის ძე

კაკაბაძე ვიტალი ლავრენტის ძე (1930, ქუთაისი, – 1998, თბილისი), ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი. ფილოს. მეცნ. დოქტორი (1975), პროფესორი (1985). დაამთავრა ქუთაისის პედ. ინ-ტი ფსიქოლოგიის სპეციალობით (1952), 1952–58 მუშაობა დაიწყო იქვე. 1959–62 მოღვაწეობდა სა­ქართვ. მეცნ. აკად. ფსიქოლ., ხოლო 1962–80 – სა­ქართვ. მეცნ. აკად. ფილოს. ინტში. 1980–90 ხელმ­ძღვა­ნე­ლობ­და ფსიქოლ. ინ-ტის ლაბორატორიას, 1994–98 – განყ-ბას. 1990–94 იყო ქუთაისის პედ. უნ-ტის ფსიქოლ. კა­თე­დრის გამგე და პრორექტორი სამეცნ. დარგში.

კ-ის კვლევის ძირითადი მიმართულებებია: ფსიქოლოგიის ფილოსოფიური საფუძვლები, არაცნო­ბიერის პრობლემა, სიღრმის ფსიქოლოგია, მოტივაცია, მუსიკის ფსიქოლოგია, პიროვნების რაობის საკითხი.

თხზ.: სიღრმის ფსიქოლოგიის პრობლემები, თბ., 1975; მოთხოვნილების ფსიქოლოგია, თბ., 1988; განწყობის ფსიქოლოგია და არაცნობიერის პრობლემა, თბ., 1990; მუსიკის ფენომენი, თბ., 1993.