კაკაბაძე ზაალ აბესალომის ძე

ზ. ა. კ ა კ ა ბ ა ძ ე. კადრი ფილმიდან "მზიური".

კაკაბაძე ზაალ აბესალომის ძე (18. I. 1935, ბათუმი, – 10. VI. 2012, თბილისი), კინორეჟისორი. სა­ქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1988). დაამთავრა კინემატოგრაფიის საკავშ. სა­ხელმწ. ინ-ტის სარეჟისორო ფაკ-ტი (ი. კოპალინის სახელოსნო, 1960). 1960–68 მუ­შა­ობ­და სა­ქართვ. ქრონიკალურდოკუმენტური და სამეცნ.-პოპულ. ფილმების სტუდიაში, 1969-იდან – სა­ქართვ. სატელევიზიო ფილმების სტუდიაში (1994-იდან კომპანია "ქარ­თული ტელეფილმი"), 2000– 04 იქვე ხელმ­ძღვა­ნე­ლობ­და მხატვრუ­ლი ფილმების განყ-ბას.

გადაღებული აქვს დოკუმენტური ფილმები: "ფოლადი და ადამიანი" (1960), "შრომა და შემოქმედება", "სიტყვა მკურნალობს" ორივე – 1963), "­შვი­ლიკა" (1965), "იმპერიის რღვევა" (1994) და სხვ.; მუს. მხატვ­რუ­ლი ფილმები: "გადაღების ერთი დღე" (1973), "უმცროსი და" (1977), "მზე, ჰაერი და... ნა-ნა" (1992); სიუჟეტური მუს. ფილმები პოპულ. საესტრადო ანსამბლების მო­ნა­წი­ლე­ო­ბით: "ორერა, სრული ­სვლით!" (1970), "მზიური" (1974), "სიყვარული, ივერია, და..." (1976); შექმნა რამდენიმე ათეული დო­კუმენტური მუს. ფილმი ცნობილ ქართველ შემსრულებლებსა და მუს. კოლექტივებზე ["ლაურეატები" (1979), "მღერის გიული ჩოხელი", "მართვე" (ორივე – 1980), "მღერის მედეა ძიძიგური" (1981), "სამშობლოს სა­ხელით" (2003) და სხვ.]. ნაყოფიერი იყო კ-ის ძიებები სატელევიზიო ეკრანზე კინოსა და ქორეოგრ. სინთეზის თვალსა­ზრისით. საერთაშ. წარმატება ხვდა მის ფილმბალეტებს: "მწირი" (მ. ლერმონტოვის პოემის მიხედვით, 1976 – კინობალეტის VII საერთაშ. კინოფესტივალის პრიზი, ნიუ-იორკი, 1978; სატელევიზიო ფილმების საერთაშ. კინოფესტივალის დიდი ვერცხლის მე­და­ლი, ჩიკაგო, 1979; სატელევი­ზიო ფილმების ­საკავშ. ფესტივალის პრიზი, 1979), "პრომეთეოსი" (საკავშ. კინოფესტივალის პრიზი, კიევი, 1984), "მეთორმეტე ღამე, ანუ როგორც გენებოთ" (შექსპირის კომედიის მიხედვით, 1986 – საერთაშ. კინოფესტივალ "არაბესკის" პრიზი, 1987), "ალი-ბაბა და ორმოცი ყაჩაღი" (1989 – სატელევიზიო ფილმების სა­ერთაშ. ფესტივალ "ოქროს სა­წმისის" მთავარი პრიზი, 1990, საერთაშ. კინოფეს­ტივალის "პოსტ-მონტრე-92" პრი­ზი, 1992).

და­ჯილდოებულია ღირ­სების ორ­დენით (2003).

მ. კერესელიძე