კაკაბაძე ზურაბ შოთას ძე

კაკაბაძე ზურაბ შოთას ძე (დ. 26. III. 1952, თბილისი), ქირურგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1994), პროფესორი (2000). 1977 დაამთავრა ქ. ჩიტას (რფ) სა­ხელმწ. სამედ. ინ-ტი. 1977–80 იყო ამავე ქალაქის რკი­ნი­გზის საავადმყოფოს ქირურგი. 1982–2006 მუ­შა­ობდა თბილ. ექიმთა დახელოვნების ინ-ტის კლინიკური ანატომიისა და ოპერა­ციული ქირურგ. კათედრაზე. 2006-იდან დღემდე არის თსსუ-ის კლინიკური ანატომიის მიმართულების ხელმძღვანელი.

კ. არის მრავალი სამეცნ. შრომისა და 2 მონოგრაფიის ავტორი, რებიც ეხება ღეროვანი უჯრედებისა და ქსოვილების ბიოინჟინერიას, ტრანსპლანტოლოგიის აქტუალურ საკითხებს.

თხზ.: ბავშვთა და მოზარდთა ტოპოგრაფიული ანატომია და ოპერაციული ქირურგია (ორტომეული), თბ., 1997; ქა­ლის სასქესო სისტემის კლინიკური ანატომია და ქირურგიული გინეკოლოგია, თბ., 2011.