კაკაბაძე მანანა პოლიკარპეს ასული (დ. 27. VI. 1937, თბილისი), ლიტერატურათმცოდნე. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1983), პროფესორი (1989). დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1961). 1965–2011 მუშაობდა ქართული ლიტ-რის ინ-ტში წამყვან მეცნიერ თანამშრომლად. პირველი პუბლიკაცია "დავით აღმაშენებლისა და დემეტრე მეფის ლირიკა" გამოაქვეყნა 1962 (ჟურნ. «მნათობი», №4). გამოკვლევაში გაანალიზებულია დავით აღმაშენებლის "გალობანი სინანულისანი" და მისი ადგილი ქართ. ლიტ-რაში. კ-ის კვლევის სფერო ძირითადად ქართული რომანტიზმია, მისი წარმოშობა და ეროვნ. საფუძვლები, რ-საც მკვლევარმა არაერთი ნაშრომი მიუძღვნა: "რომანტიზმის გმირის საკითხი ნ. ბარათაშვილის პოეზიაში" (კრებ. "ნიკოლოზ ბარათაშვილი", 1968), "ალექსანდრე ჭავჭავაძე და რუსოისტული განწყობილებანი" (კრებ. "ალექსანდრე ჭავჭავაძე", 1986), «ქართული რომანტიზმის ისტორიიდან. "ბედი ქართლისა", მისი რომანტიზმი და რეალიზმი» («ლიტერატურული ძიებანი», 1987) და სხვ. კ. იკვლევს თავისი მამის, პ. კაკაბაძის, ცხოვრებასა და შემოქმედებას, გამოქვეყნებული აქვს პუბლიკაციები: «პოლიკარპე კაკაბაძის არქივიდან, მასალები ტრაგედიისათვის "ვახტანგ გორგასალი"» (ჟურნ. "დრამატურგია", 1989), «რევოლუციის ლიდერის სახე "ყვარყვარე თუთაბერისა" და "ლისაბონის ტუსაღების" მიხედვით» (ჟურნ. „თეატრი და ცხოვრება“, 1994) და სხვ.
თხზ.: ქართული რომანტიზმის ეროვნული საფუძვლები, თბ., 1983; წარსულის სევდა ვახტანგ ორბელიანის პოეზიაში, «ლიტერატურული ძიებანი», XX, თბ., 1999; ბედი-მდევარი და ბიბლიური სახისმეტყველება "მერანში", კრ.: ნიკოლოზ ბარათაშვილი, თბ., "Merani" und der romantische Held von Manana Kakabadze, კრ.: Nikoloz Barataschwili, Würzburg, 2006.