კაკაბაძე მართა (მათიკო) დავითის ასული (16. IX. 1928, ქუთაისი, – 30. VII. 2008, თბილისი), არქიტექტორი. საქართვ. დამს. არქიტექტორი (1970). სწავლობდა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემიაში (1944–50). 1950-იდან მუშაობდა "საქსოფლმშენსახპროექტში". ნამუშევრები: კ. ამირეჯიბის სახ. საქართველოს სოფ. მეურნ. მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის კომპლექსი სოფ. დიღომში (1967), მ. საბაშვილის სახ. საქართვ. ნიადაგთმცოდნეობის, აგროქიმ. და მელიორ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტის კომპლექსი (1971), საქართვ. მცენარეთა დაცვის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის კომპლექსი (1979, ორივე თბილისში), ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების სრულიად საკავშირო სამეცნ.-კვლ. ინ-ტის კომპლექსი ანასეულში (1984; ყველა – თ. ალავერდაშვილთან ერთად) და სხვ. აზომილი აქვს (1962, 1963; თ. ალავერდაშვილთან ერთად) აღმ. საქართველოს მთიანეთის (თუშეთი, ფშავი, ხევსურეთი) საცხოვრებელი, სამეურნეო, საზ.-საკულტო ნაგებობები.
თ. გერსამია