კაკაბაძე მიხეილ ვასილის ძე

მ. კაკაბაძე

კაკაბაძე მიხეილ ვასილის ძე (ფსევდ. „მ . ხ ო ნ ელ ი "; 16. IX. 1921, თბილისი, – 18. V. 1983, იქვე), სა­ქართვ. სპორტის დამს. მოღვაწე, სა­ქართვ. დამს. ჟურნალისტი (1976). დაამთავრა თსუ (1953). იყო II მსოფლიო ომის მონაწილე. 1945-იდან მუ­შა­ობ­და პრესაში. იყო გაზ. „მოლოდოი სტალინეცის" განყ-ბის გამგე, „ზარია ვოსტოკას" რედაქტორის მო­ად­გილე; 1949–52 და 1964–76 – გაზ. „ლელოს" მთ. რედაქტორი. მისი ინიციატივით გაზეთს შეეცვალა ძვ. სახელწ. „ფიზკულტურელი" და დაერქვა „ლელო". 1953–55 რედაქტორობდა გაზ. „ახალგაზრდა კომუნისტს", რ-იც ამ პერიოდში განსაკუთრებული პო­პულარობით სარგებლობდა მკი­თხველთა ფართო წრეში. სხვა­და­სხვა წელს კ. მუ­შა­ობ­და კი­ნოსტუდია „ქართული ფილმის" სასცენარო განყ-ბის უფროსად, სასცენარო სახელოსნოს ხელმძღვა­ნელად, მულტგაერთიანების მთ. რედაქტორად. 1961–64 იყო თსუ-ის ჟურნალისტიკის კა­თე­დრის დოცენტი.

კ-ის სცენარების მიხედვით გადაღებულია რამდენიმე ანიმაციური ფილმი. პერიოდულ პრესაში რეგულარულად იბეჭდებოდა კ-ის პუბლიც. წერილები, რეცენზიები, მოთხრობები და ლექსები. ავტორია მოთხრობების ორი კრებულისა: „უკანასკნელი წვიმა" (1965) და „სახლი" (1978), ასევე სპორტის თემაზე დაწერილი წიგნებისა: „თეთრი და მწვანე" (ოლიმპიურ თამაშებზე, 1970), „მეხიკო, მეხიკო" (1972), „ტოტალური ფეხბურთის ზეიმი" (1978), „არგენტინის ცის ქვეშ" (1979), „ოქროს ქალღმერთიდან ფიფას თასამდე" (1981). გამოცემული აქვს მრავალი საფეხბურთო ცნობარი, თარგმნა ი. ტრიფონოვის რომანი „სტუდენტები". 1954–56 იყო სა­ქართვ. ჭადრაკის ფედერაციის პრე­ზიდიუ­მის, ხოლო 1964–80 – სა­ქართვ. სპორტ. ჟურნა­ლისტთა ფედერაციის თავ-რე. მიღებული აქვს სა­ხელმწ. ჯილდო­ები.

1993 სპორტულ ჟურნალისტიკაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის სა­ქართვ. სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის თაოსნობით დაწესდა მ. კაკაბაძის სახ. პრემია.

ც. ნიკოლაი­შვი­ლი