კაკაბაძე მიხეილ ვლადიმერის ძე

მ. კაკაბაძე

კაკაბაძე მიხეილ ვლადიმერის ძე (დ. 2. IV. 1939, თბილისი), გეოლოგი. სა­ქართვ. მეცნ. ეროვნული აკად. წ.-კორ. (2009), სა­ქართვ. სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო მეცნ. აკად. ­ნამდვ. წევრი (2001). გეოლ.-მინე­რალოგიურ მეცნ. დოქტორი (1982), პროფესორი (1999).

დაამთავრა თსუ-ის გეოგრ.- გეოლ. ფაკ-ტი (1962). 1965-იდან მუშაობს ა. ჯანელიძის სახ. გეოლ. ინ-ტში; 1989–95 იყო დირექ­ტორის მო­ად­გი­ლე სამეცნ. დარგში, 2004- იდან სტრატიგრაფიისა და პალეონტოლოგიის განყ-ბის ხელმძღვანელია.

კ. ატარებდა სამეცნ. კვლევებს ტიუბინგენის (გფრ, 1979–80, 1989) და ჰაიდელბერგის (გერმანია, 1995, 2006, 2009, 2011, 2014) უნ-ტებში, ხოლო 1994–96, 1999–2005 – ლეიდენის (ნიდერლანდი) ბუნების ისტორიის ნაციონალურ მუზეუმში. 1971-იდან ეწეოდა პედ. მოღვაწეობას ა. პუშკინის სახ. თბილ. სა­ხელმწ. პედ. ინ-ტში, 1990-იდან – თსუ-ში.

1990 კ. კითხულობდა ლექციებს მიწვეული პროფესორის რანგში გრენობლის (საფრანგეთი), ხოლო 1996–97 და 1999 – ჰაიდელბერგის (გერმანია) უნ-ტებში.

კ. არის მრავალი სამეცნ. ნაშრომის ავტორი, აქედან 7 მონოგრაფიაა. მისი ძირითადი სამეცნ. ინტერესები მოიცავს პალეონტოლოგიისა და სტრატიგრაფიის საკითხებს. შეისწავლა ყირიმ-კავკასიის, შუა აზიის, სამხრ. აფრიკის, მოზამბიკის, ბრაზილიისა და კოლუმბიის ადრეცარცული ფაუნა (ამონიტები), რის საფუძველზეც დადგენილია ამონიტების ახა­ლი გვარები და სახეობები, გამოყოფილია ახა­ლი ბიოსტრატიგრაფიული ზონები, გამოკვლეულია ტეთისისა და ბორიული სარტყლების ცარცული პერიოდის ბიოგეოგრაფიისა და სტრატიგრაფიული კორელაციის საკითხები.

კ. არის სა­ქართვ. კომკავშირის პრემიის ლაურეატი მეცნ. და ტექნიკის დარგში (1973), ა. ჰუმბოლდტის საერთაშ. სტიპენდიანტი (1979) და სა­ქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის ა. ჯანელი­ძის სახ. პრემიის ლაურეატი (2012). 1981–90 იყო სსრკ სტრატიგრაფიული კომიტეტის ცარცული კომისიის ბიუროს წევრი; 1991–2004 – გეოლ. მეცნიერებათა საერთაშ. კავშირის (IUGS) ცარცული კომისიის ბიუროს წევრი; 2004-იდან არის გეოლ. მეცნიერებათა საერთაშ. კავშირის ქვედაცარცული ამონიტების სამუშაო ჯგუფის (კილიანის ჯგუფის) წევრი, ხოლო 1989-იდან –სა­ქართვ. სტრატიგრაფიული კომიტეტის ცარცული კომისიის თავ-რე.

თხზ.: Колхидиты и их стратиграфическое значение, «Труды ГИН АН ГССР». Нов. сер., вып. 26, Тб.,1971; Анцилоцератиды Юга СССР и их стратиграфическое значение, იქვე , вып. 71, Тб., 1981; New data on Early Cretaceous (Hauterivian-Barremian) heteromorphic ammonites from Northern Germany, «Scripta Geologica», 140, Leiden, 2010 (თანაავტ. Ph. Hoedemaeker); Report on the 5th International Meeting of the IUGS Lower Cretaceous Ammonite Working Group, the Kilian Group (Ankara, Turkey, 31st August 2013), «Cretaceous Research 50», 2014 (თანაავტ.); Towards the morphological classification of the heteromorphy ammonites, «ივ. ჯავახი­შვი­ლის სახ. თბილისის სა­ხელმწ. უნ-ტის და ა. ჯანელიძის გეოლოგიის ინ-ტის შრომები». ახა­ლი სერია, ნაკვ. 127, თბ., 2015; Speculations on the ethology of some heteromorphy ammonites, «Swiss Journal of Palaeontology», vol. 134. Issue 2, Springer, 2015; Ammonites and the Mid-Cretaceous saga, «Cretaceous Research 88», 2018 (თანაავტ. P. Bengtson).