კაკაბაძე პოლიკარპე მალხაზის ძე

პ. კაკაბაძე

კაკაბაძე პოლიკარპე მალხაზის ძე [23. II(7. III). 1893, სოფ. კუხი, ახლანდ. ხონის მუნიციპალიტეტი, – 15. X. 1972, თბილისი], დრამატურგი. 1911 დაამთავრა ბათუმის ვაჟთა გიმნაზია. გატაცებული იყო ლიტ-რით. მისი პირველი ნოველა "ბრძენი მოქანდაკე" დაიბეჭდა 1915 ჟურნალში "თეატრი და ცხოვრება" (№46). 1919 დააარსა ჟურნ. "შვიდი მნათობი", რ-შიც დაიბეჭდა კ-ის პიესები: "სისხლი სინათლემდე" (№1) და "სამი ასული" (№2). 1924–25 კ. ახალდაარსებული "მნათობის" სათავეებთან იდგა. ამ ჟურნალში 1924 გამოქვეყნდა მისი პოემა "ძველი დაფები". (გ. ასათიანი). პიესა პირველად დადგა კ. მარჯანიშვილმა 1929; ახლებური იყო პიესის რ. სტურუასეული დადგმა შოთა რუსთაველის სახ. თეატრში (1974). 

კ-ის პიესები მნიშვ­ნე­ლო­ვა­ნი შენაძენია ქართ. დრამატურგიისათვის. ისინი დღემდე ინარჩუნებენ აქტუალობასა და მიმ­ზი­დვე­ლობას. ამის მიზეზია ეპო­ქის უმთავრეს პრობლემათა მა­ღალმხატვ­რულად გააზრება, თა­ნამედროვეობის საჭირბოროტო საკითხებისათვის ზო­გადსაკაცობრიო ­მნიშვნელობის მინიჭება, მკვეთრად ინდივიდ. გმირ­თა სახე­ების დიდი ოსტატობით გამოძერწვა და სხვ. ამიტომაც კ-მ სიცოცხლეშივე მოიპოვა საზბის დიდი აღიარება.

XX ს. 20- იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე მისი პიესები წარმატებით იდგმება ქართ. სცენაზე. 1925 შოთა რუსთაველის სახ. თეატრის სცენაზე დაიდგა კ-ის დრამა "ლისაბონის ტუსაღები" (რეჟ. დ. ანთაძე; იგივე პიესა 1994 სათაურით "პორტოპოლოს ტუსაღები" დაიდგა კ. მარჯანი­შვი­ლის სახ. თეატრში); 1938 კ. მარჯანი­შვილის სახ. თეატრში კი – კომედია "კოლმეურნის ქორწინება" (1937). ისტ. პიესა (კომედია) "კახაბერის ხმალი" ("დავით მერვე", 1954), რ-საც ასაზრდოებს ქართ. ფოლკლორის სახეები, პირველად დაიდგა 1957 ქუთაისში (რეჟ. თ. მაღალა­შვი­ლი), 1965 კი – თბილისში (კ. მარჯანი­შვი­ლის სახ. თეატრი, რეჟ. გ. ლორთქიფანიძე). 2014 შოთა რუსთაველის სახ. თეატრში რეჟ. რ. სტურუამ კ-ის რამდენიმე პიესის მიხედვით დადგა სპექტაკლი "ასულნი".

დიდი პოპულარობით სარგებლობს კ-ის კომედია "ყვარყვარე თუთაბერი" (1928), რ-იც ქართ. კომედიოგრაფიის საუკეთესო ნიმუშია. პიესის პოპულარობა მისი პერსონაჟის ტიპურმა სახემ განსაზღვრა – ყვარყვარე მედროვეა, რ-იც ყველა ეპოქაში შეიძლება წამოატივტივოს ობიექტურმა ვითარებამ. ყვარყვარე იქცა ზოგად სახელად, ხოლო "ყვარყვარიზმი" – ამ მოვლენის აღმნიშვნელ ტერმინად. თ. ჭილაძის აზრით, "ყველა ადამიანის სულის კუნჭულში ზის პაწაწინა ყვარყვარე და მოთმინებით ელოდება ცხოვრების სცენაზე გამოსვლას". ყვარყვარე მსოფლიო ლიტ-რაში შექმნილი პერსონაჟების გვერდით დგას: "ყოველ ადამიანში მეტ-ნაკლებად ზის დონ კიხოტი, ჰამლეტი, ფალსტაფი, ყვარყვარე..." (ა. გეწაძე). ქართ. ფოლკლორული გმირის – ნაცარქექიას ნიღბით აღჭურვილმა გაიძვერა და თაღლითმა ყვარყვარემ «იცის მთავარი: როგორ მოექცეს ბრბოს, როგორ მოისყიდოს ან მოთანგოს იგი. მას რომ ეს "სიბრძნე" არ გააჩნდეს, ესოდენ საშიშიც არ იქნებოდა ჩვენთვის» (გ. ასათიანი). პიესა პირველად დადგა კ. მარჯანიშვილმა 1929; ახლებური იყო პიესის რ. სტურუასეული დადგმა შოთა რუსთაველის სახ. თეატრში (1974). რ. სტურუას აზრით, "ამ გენიოს კაცს არ მიეცა საშუალება, გამოევლინა თავისი თავი. მარტო ქარ­თული პრობლემები არ არის მის პიესებში. პოლიკარპე კაკაბაძეს საკაცობრიო პრობლემები ეროვნულამდე დაჰყავდა... მე, როგორც რეჟისორი, ამ პიესით დავიბადე" ("თეატრი და ცხოვრება", 1994, №4). "ყვარყვარე თუთაბერის" მიხედვით გადაღებულია ფილმი "ყვარყვარე" (1978, რეჟ. დ. აბაშიძე).

1958 კ-მ დაწერა საყურადღებო პიესა, კომედია "ლოპიანე" (გამოქვეყნდა მწერლის სიკვდილის შემდეგ, 1996); 1962 – პიესა "ცხოვრების ჯარა", რ-შიც განზოგადებულია თანამედროვეობის ტკივილები.

სიცოცხლის ბოლო ათწლეულში კ. ინტენსიურად მუ­შა­ობ­და ისტ. დრამისა და ტრაგედიის ჟანრში. ამ პერიოდში მან გამოაქვეყნა დრამ. პოემები: "მეფე ვახტანგ პირველი გორგასალი" (1966), "მეფე ბაგრატ მეშვიდე"(1967); ტრაგედია "მეფე დიმიტრი თავდადებული" (1971).

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

თხზ.: პიესები, თბ., 1952; რჩეული თხზულებანი, თბ., 1954; დრამატული თხზულებანი, თბ., 1959; დრამატული პოეზია, ტ. 1–2, თბ., 1971–73.

ლიტ.: ბ ე ნ ა ­შ ვ ი ­ლ ი  დ., ლიტერატურული ძიებანი, თბ., 1972; გ ე წ ა ძ ე  ა., პოლიკარპე კაკაბაძის უცნობი პიესა "ლოპიანე", გაზ. «ლიტე­რატურული საქარ­თვე­ლო», 1996, №5–12; კ ა კ ა ბ ა ძ ე  მ., ეროვნული გმირის იდეა პოლიკარპე კაკაბაძის "ვახტანგ გორგასალსა" და "კახაბერის ხმალში", «ლიტე­რატურული ძიებანი», XXIV, თბ., 2003; კ ა კ ა ბ ა ძ ე  ნ., ში­ნა­ურ მღვდელს შენდობა არა აქვს, ანუ "პორტოპოლოს ტუსაღები", გაზ. «ქარ­თული ფილმი», 1994, №40; კ ა ლ ა ნ დ ა ძ ე  ა., ბრძენკაცი, ორტომეული, ტ. 2, თბ., 1996; ც ი ც ი ­შ ვ ი ­ლ ი  გ., ქარ­თული საბჭოთა დრამატურგია, ნაწ. 1, თბ., 1962; ჭ ი ლ ა ძ ე  თ., დიდი კომედიოგრაფი, წგ.: ესეები, ნარკვევები, პუბლიცისტიკა, თბ., 2006; ჯ ი ბ ლ ა ძ ე  გ., კრიტიკული ეტიუდები, [ტ.] 5, თბ., 1974; Паюровский Б., Тартюф – по грузински Кваркваре, გაზ. «Известия», 1991, 16 янв.

მ. კაკაბაძე