კაკაბაძე რევაზ აპოლონის ძე (9. III. 1932, თბილისი, – 19. II. 1994, იქვე), მხატვარი. საქართვ. დამს. მხატვარი. სწავლობდა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემიაში (1953–59; პედაგოგი – უ. ჯაფარიძე). 1967–94 იქვე ეწეოდა პედ. მოღვაწეობას. სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1960-იდან. მისი ნამუშევრებია: „თუჯის ჩამოსხმა" (1961), „დასვენების დღე" (1962), „პარტიზანები" (1964), „წითელარმიელები მოვიდნენ" (1972), „ძველი ეზო მარტყოფში" (1974), სერია „ჩემი სოფელი" (1974), "შემოდგომა" (1975), "დილა სოფელში" (1976) და სხვ. გამოფენები: იუგოსლავიაში, ბულგარეთში, საფრანგეთში (1980–84) და სხვ. კ-ის ნამუშევრები დაცულია დ. შევარდნაძის სახ. ეროვნულ გალერეაში, თსუ-ში, ფრუნზეს (ახლანდ. ბიშკეკის) სახვ. ხელოვნ. მუზეუმში.